„დამაკვირდი”
„არც ერთ ეპოქას არ ჰქონია იმდენი სხვადასხვაგვარი ცოდნა ადამიანის შესახებ,როგორც თანამედროვეობას,მაგრამ არც ერთ ეპოქას არ სცოდნია ისე ცოტა,თუ რა არის ადამიანი,როგორც დღევანდელს…” – მარტინ ჰაიდეგერი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედს უყვარს,ტრაგიკულ ფორმებში გახვიოს დიდი ადამიანების ცხოვრება.ძლიერებზე ცდის ის თავის ძალებს,უპირისპირებს მოვლენების უაზრობას,მსჭვალავს მათ ცხოვრების საიდუმლო ალეგორიებით,ავსებს წინააღმდეგობებით,რათა გამოაწრთოს ჭეშმარიტების გზაზე…” – შტეფან ცვაიგი
* * *
„ჩემი სიამოვნებისთვის ერთი დღეც არ მიცხოვრია”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (სხვათა შორის,ამასვე აღნიშნავდა ბეთჰოვენიც გოეთეს შესახებ: „ის იყო ადამიანი,რომლისთვისაც ცხოვრებამ სიხარული არ გაიმეტა,მაგრამ თვითონ ქმნიდა სიხარულს სხვებისთვის.მისი დევიზი იყო:„ ტანჯვის გზით სიხარულისკენ!”)
* * *
„ადამიანის ცხოვრება ბედისწერაცაა და არჩევანიც…” – მიხეილ კვესელავა
* * *
„თუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება,რა საჭიროა შეშლილობამდე მიხვიდე?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ვეკუთვნი რასას,რომელიც მღერის წამებისას”. – ამბობდა დიდი ფრანგი პოეტი არტურ რემბო.
* * *
„ჩემს დასასრულში არის დასაწყისი”. – ეს გახლდათ საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის – მარიამ სტიუარტის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილით დასჯის წინ.
* * *
„ყველამ იცის,რომ უნდა მოკვდეს,მაგრამ არავინ ცდილობს მის გალამაზებას”. – არტურ რემბო
* * *
„არსებობა შესაძლებლობაა”. – რაინერ მარია რილკე
* * *
„ – ო,ბავშვებო,რომ იცოდეთ,რა დიდია ღმერთი!” – ასე მიმართავდა ხოლმე ქუჩაში მუხლზე დამდგარი და ზეცისაკენ ხელებაპყრობილი „მაწანწალა პოეტად” წოდებული ფრანგი პოეტი – შარლ კრო პატარებს. – (ავტორი გენია.ჯი)