გალაკტიონი – „ეპიზოდი”
„ – მე ზღვა მიყვარს ძალიან,ზღვა და მზე.ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე.სახლი მაქვს სოხუმში,ხომ იცით.ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში,ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე… მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს,როგორც ახლა,ასე.ჯერ ბნელა,მერე ჩნდება რგოლები,წითელი,ყვითელი,ნარინჯისფერი,მერე ნათდება,ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში,დიდი,უდიდესი,ნათელი მზე.მზე ატანს ქუთუთოებში,ძვალში,რბილში,სისხლში,მზე ყველაფერში ატანს,სამარეშიც ატანს მზე.მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი,ლამაზი,თეთრი ანგელოსი,ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს…”
- „ნიკორწმინდაც” ანგელოსმა გიკარნახათ? – უკითხავთ გალაკტიონისათვის.
- ჰო,ანგელოსმა,აბა,მე სად მცალია ლექსების საწერად, – უპასუხია თურმე გალაკტიონს. – (ავტორი გენია.ჯი)