„არაპატრიოტული ხილი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ 1930-იან წლებში გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში ერთობ აქტიური ბრძოლა გაჩაღდა ისეთი უძველესი მრავალწლოვანი ყვავილოვანი მცენარის უგემრიელესი ნაყოფის წინააღმდეგ,როგორიც გახლავთ – ბანანი. (ავტორი გენია.ჯი) პირველად, ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XI საუკუნეში მოხსენიებული ბანანი,რომელიც უძველეს ინდურ ლიტერატურულ ძეგლში – „რიგვედაში”-ც კი არის მოხსენიებული,გერმანელმა ფაშისტებმა – „არაპატრიოტულ ხილად” გამოაცხადეს (უცხოური ვალუტა,რომლითაც იგი საზღვარგარეთ უნდა შეესყიდათ,სულ სხვა, და ჩვენთვის გასაგები მიზნებისათვის იხარჯებოდა). „სიბრძნის ხილად” წოდებული ბანანი,რომელიც ძვ.წ.აღ-ით 327 წელს ალექსანდრე მაკედონელმა მიირთვა ნიშნად ახალი რწმენის აღიარებისა ინდოეთში,აიკრძალა მესამე რაიხის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც.ბანანის საწინააღმდეგო პროპაგანდის ნაწილი გახლდათ ისიც,რომ გერმანელი მედიკოსები რეკომენდაციით მიმართავდნენ მოსახლეობას არ შეეჭამათ ბანანი,რადგან იგი ადამიანში ნაწლავის ინვაზირების გამომწვევი პროდუქტიაო.გარდა ამისა,ადგილობრივი პროდუქტის გასაღების რეკლამირების მიზნით ხელისუფლებამ მკაცრი მითითება მისცა სავაჭრო დაწესებულებების ხელმძღვანელებს,მათ მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებში გაეკრათ პლაკატები,რომლებზეაც შემდეგი სახის წარწერები იქნებოდა დატანილი: „ნამდვილი პატრიოტი ჭამს გერმანულ ვაშლს”. – (ავტორი გენია.ჯი)