პეტრე III – „ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე რუსეთის იმპერატორს – პეტრე III-ეს (1728-1762 წლები),რომელიც საკუთარი მეუღლის – ეკატერინე II-ის ბრძანებით გაისტუმრეს იმიერში,ისევე როგორც სხვა ადამიანებს,თავისი ჰობი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისის ლეგენდარული პრემიერის – უინსტონ ჩერჩილის მსგავსად,პეტრეს უსაყვარლეს გასართობს პატარა სათამაშო ჯარისკაცებით თავშექცევა წარმოადგენდა.თუმცა,იგივე ჩერჩილისაგან განსხვავებით,რომლის მინიატურული ჯარისკაცებიც კალის ლითონისაგან იყვნენ დამზადებულნი,რუსეთის იმპერატორის სათამაშო ჯარისკაცები მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყლისაგან – სახამებლისაგან იყვნენ შექმნილნი.ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ,როდესაც პეტრე III-ეს სახამებლისაგან დამზადებული ორი ჯარისკაცი შეუჭამა ვირთხამ,მისი ბრძანებით იგი სიკვდილით იქნა დასჯილი.დანაშაულში მსჯავრდებული მღრნელის სიკვდილით დასჯის მეთოდად კი გამოყენებული იქნა – ჩამოხრჩობა. – (ავტორი გენია.ჯი)