დემნა შენგელაია – „ლუარსაბ თათქარიძე გენიალური კაცია!”

სახელგანთქმული ქართველი მწერალი და აკადემიკოსი – დემნა შენგელაია (1896-1980 წლები) იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა,რომელმაც ცხადად დაინახა ილიას შედევრი-ქმნილების – „კაცია-ადამიანი?!”-ს მთავარი გმირის – ლუარსაბ თათქარიძის „სიმპათიურობა” და ის ფარული თანაგრძნობა,რომელიც მას ავტორის მხრიდან ხვდა წილად. (ავტორი გენია.ჯი) „პირადად მე ილია ჭავჭავაძის პროზიდან მხოლოდ ორი ნაწარმოები მხიბლავს – „სარჩობელაზედ” და „კაცია-ადამიანი?!” პირველი – საოცარი „გლეხური” ჰუმანიზმის გამო,მეორე კი… ეჰ! ვერავის გაუგია,რომ ეს ლუარსაბ თათქარიძე გენიალური კაცია.მე მგონი,თვითონ ილიასაც! კეთილი,უვნებელი… თავისი სიყვარული აქვს,თავისი მათემატიკა – ბუზებს რომ ითვლის! ერთი მითხარით,რითი განსხვავდება ბოლოს და ბოლოს მაგისი მათემატიკა აინშტაინისაგან?! არ ვიცი პირდაპირ რას ერჩიან,ვის რას უშავებს? ის კოსმოგონია! თვითონაც იცის,რომ აჭარბებს,მაგრამ ძალიან მოსწონს ეს აზრი. „გადაუჭარბებლად ყველაფერი კვაზიმეცნიერულ სიმდარედ იქცევა!” – ესეც მგონი მისი სიტყვებია.ლუარსაბი მხოლოდ კონკრეტული სოციალური წოდების გამომსახველი კი არ არის,საერთოდ ადამიანიცაა და ამდენად ყველა მისი ნაკლი ადამიანურია.მე მაგონდება,როგორ მწარედ ვიტირე ბავშვობისას,როდესაც ლუარსაბის სიკვდილის ამბავი წავიკითხე”. – ასეთი შეხედულება გამოთქვა დემნა შენგელაიამ ერთ დღეს ლუარსაბ თათქარიძის შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>