ედუარ მანე – „ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ფრანგი მხატვარ-უნივერსალისტისა და გრავიორის – ედუარ მანეს (1832-1883 წლები) შემოქმედებისათვის ერთობ დამახასიათებელ შტრიხს წარმოადგენდა ტილოებზე შიშველი მანდილოსნების გამოსახვა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოების გამო მისი ნამუშევრები – „ოლიმპია” და „წახემსება მინდორზე” ხმაურიანი სკანდალების გამომწვევ მიზეზადაც იქცა საზოგადოებაში.გარდა ამისა,მხატვრის სიცოცხლეშივე დაფიქსირებულა რამდენიმე ისეთი შემთხვევაც,როდესაც მანეს მიერ სურათებზე გამოსახული შიშველი მანდილოსნებისათვის გაცხარებულ პარიზელ ბანოვანებს ქოლგის წვერებით თვალების ამოჩიჩქვნა უცდიათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>