ორი ქართველი გენიოსი – „ეპიზოდი”

იმხანად,როდესაც ქართულ ხელოვნებას განმკითხავი და პატრონი არ ჰყავდა,უცხოეთიდან არდადეგებზე ჩამოსულ გენიალურ ქართველ კლასიკოსს – კონსტანტინე გამსახურდიას (1893-1975 წლები) ღარიბულ სტუდენტურ ოთახს ხშირად სტუმრობდა მისი თანატოლი მეგობარი,ასევე გენიალური ქართველი,თუმცა-კი ფერმწერი – ლადო გუდიაშვილი (1896-1980 წლები). (ავტორი გენია.ჯი) უთქმელი,სევდიანი და თავმოდრეკილი ბუნების მქონე ქართული სამხატვრო სკოლის თვალმარგალიტი მეგობარს თითქმის ყოველი მისვლისას ჩუქნიდა მის მიერ შესრულებულ სურათებსა და ესკიზებს,თუმცა,რადგანაც კონსტანტინეს იმ პერიოდისათვის თბილისში საკუთარი სახლკარი არ გააჩნდა და სტუდენტური ოთახიც ერთობ ვიწრო იყო,გამსახურდიამ გუდიაშვილის მიერ მისთვის ნაჩუქარი სურათებისა და ესკიზების გარკვეული ნაწილის კედელზე განთავსება ვერ შესძლო.ერთ დღეს კი,მომავალმა კლასიკოსმა აღნიშნული საკითხის შესახებ ლადოს უთხრა: „ცხრაასხუთი წლის რევოლუციის შემდეგ დაწყებული რეპრესიების მეოხებით მამისეული ოჯახი თავზე დამანგრიეს.მე,ალბათ,საკუთარი სახლის კედლები აღარასოდეს მექნება შენი სურათების დასაკიდებლად,მაგრამ წიგნების დაწერა თუ ოდესმე შევძელი,შენს ილუისტრაციებს მათში გამოვიყენებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>