ერთი ქართული „ფსიქოლოგიური” პასაჟი
„ერთხელ ქართველმა კაცმა ქართველ კაცს შეუთვალა: ჩემთან გადმოდიო.დაპატიჟებული კაცი დაფიქრდება: აბა,რისთვის უნდა გადავიდეს.გადასვლა რო სდომოდა,ხომ თვითონ გადავიდოდა და ახლა უკან გადმოსული იქნებოდა.არა,ვითომ რათაო? აქაოდა,შემოგითვალეო.მერე რო არ შემოეთვალა? ან კიდევ იმას რომ შემოეთვალა და მე ვერ გამეგო?.. შეთვლაც არის და შეთვლაც.აი შარშანაც სწორედ ამ დროს შემომითვალა,ჩემთან გადმოდიო.მერე მაშინ რო გადავსულიყავი,ახლა რაღას შემომითვლიდა? არა,მაინც ვითომ რათაო? ეგებ იმას სულაც არ შემოუთვლია და რომ კიდეც შემოეთვალა,აბა,მე რათ უნდა გადავიდე.იქნებ იმან ისე შემომითვალა,ვინძლო არც გადმოვიდესო და აბა,ერთი შევუთვლიო; მე კი შევუთვლიო და ვნახოთ,ის ჩემს შეთვლილზე რას შემომითვლისო…” – (ავტორი გენია.ჯი)