„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყველაზე გულახდილ აღსარებებს ის კარისკაცები წერდნენ სიბერის ჟამს,რომელთაც მთელი ცხოვრება ფარისევლობაში გალიეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერიდეთ ლამაზ ფრაზებს.ისინი უნანავებენ ჩვენს სმენას და ბოლოს გვაძინებენ”.

* * *

„ყოველ კაცს ყოველთვის უნდა,ცოტათი მაინც მეტი იყოს იმაზე,რასაც სინამდვილეში წარმოადგენს”.

* * *

„დაიმახსოვრეთ: არ არსებობს კეთილი მიზანი,რომლის დასამტკიცებლად სიმართლის ღალატი იყოს საჭირო”.

* * *

„მე ვიცი,რომ არსებობს სიყვარული და სიძულვილი, ცა, მიწა, ხალხი, და რომ ადამიანს შეუძლია თავად აირჩიოს სიყვარულიც და სიძულვილიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაგინდ ლამაზი, მოკაზმული, უმწიკვლო, სუფთა არ უნდა იყოს ადამიანი,მის შიგნით მაინც ნაწლავების სიმყრალე სუფევს…”

* * *

„კრიტიკული აზროვნება იწყება სწორედ იქ,სადაც თავდება შეფასება”.

* * *

„მართალია,მღვრიე წყალში შეიძლება დიდი თევზი დაიჭირო,სამაგიეროდ ვერ დაინახავ იმას,რაც ფსკერზე დევს და რისი დანახვაც დიდი თევზის დაჭერაზე გაცილებით დიდი ბედნიერებაა”.

* * *

„ზოგიერთი დუმილი გაცილებით მეტს გულისხმობს,ვიდრე სიტყვა გვეუბნება’.

* * *

„ყოველი თაობა თავისი დროის ღვიძლი პირმშოა,სულერთია რა დამოკიდებულებაშიც არ უნდა იყოს იგი მისთვის განკუთვნილი დროისა და გარემოს მიმართ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება