ადრეული ეპოქების ფრანგული სამგლოვიარო ეტიკეტის შესახებ…
როგორც მეფე ართურის ლეგენდების ციკლიდან ვგებულობთ,რაინდების დომინირების ეპოქაში ამ კეთილშობლ მეომართა საზოგადოების წევრებს გლოვის ერთობ უცნაური ტრადიცია გააჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი) ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში ფრანგი რაინდი გლოვის ნიშნად არა მხოლოდ თავის ფარს ღებავდა შავი ფერით,იკრეჭდა თმასა და წვერს მოკლედ,არამედ წინდებსაც კი ხუთივე თითის გასწვრივ იჭრიდნენ და მთელი წლის განმავლობაში ასეთი უჩვეულო სახის წინდებით გადაადგილდებოდნენ.თავის მხრივ,გლოვის ნიშნად რაინდების ოჯახის წევრი მანდილოსნებიც შავებით იმოსებოდნენ და თავიანთ ცხენებს მოკლედ ჭრიდნენ კუდებს. 1765 წელს საფრანგეთში გამოიცა წიგნი,სახელწოდებით – „გლოვის წესები ქრონოლოგიური განრიგით”,რომელიც სხვადასხვა აუცილებელ სამგლოვიარო პროცედურების გაცნობასთან ერთად დეტალურად აინფორმირებდა ჭირისუფლებს იმის შესახებ,თუ რა რელიგიური ღონისძიებები უნდა განეხორციელებინათ მათ გარდაცვლილის სულის საცხოვნებლად.გარდა ამისა,მასში ასევე გაწერილი იყო,რამდენ ხანს უნდა ეგლოვათ ადამიანებს მათი ესა თუ ის ნათესავი.მაგალითად: გარდაცვლილი მეუღლე 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში უნდა ეგლოვათ; გარდაცვლილი მშობლები – 4,5 თვიდან 6 თვემდე პერიოდში; დედმამისშვილები – 6 კვირა; ბიძა და დეიდა – 3 კვირის განმავლობაში; ახლო ნათესავები და მეგობრები კი – 15 დღის შუალედში.