ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ…
„რატომა ვარ აგრე ჭკვიანი?” – უკვირდა თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების ათეისტ ფუძემდებელ გერმანელ მოაზროვნეს - ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები),რომელმაც იქვე განაგრძო: „ქრისტეს რომ ჩემდენი ეცხოვრა,ჩემსავით ჭკვიანი იქნებოდაო”. (ავტორი გენია.ჯი) ნიცშეს ანტი რელიგიურ მსოფლმხედველობას რომ ვუღრმავდები,უნებლიედ რუსი დრამატურგის – ვიქტორ როზოვის პიესის ერთ-ერთი გმირის, სულ რაღაც 17 წლის ყმაწვილის სიტყვები მახსენდება – „კაცობრიობამ დაიმსახურა,რომ იგი დასჯილი იქნასო.” სხვათა შორის,ჭკუაზე უკიდურესად გადასვლამდე მცირეოდენი ხნით ადრე,რატომღაც დაწერა – „გალია მიყვარსო”… ბედის ირონიით,გავიდა რამდენიმე ხანი და „ღმერთი მოკვდა!”-ს ავტორს მართლაც ფსიქიატრიული საავადმყოფოს გალიაში დაბმულს მოუხდა სულის განტევება. – (ავტორი გენია.ჯი)