სერგეი რახმანინოვი – „ეპიზოდი”
ერთ დღეს,თედორე შალიაპინთან ერთად გენიალურ რუს მწერალს – ლევ ტოლსტოის სახლში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი – სერგეი რახმანინოვი (1873-1943 წლები) ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც სახელოვანი ტენორი სიმღერა – „ბედი”-ს შესრულებას მორჩა,პიანინოსთან ყმაწვილი რახმანინოვი დაჯდა და ბეთჰოვენის გენიალურ ქმნილებებთან ერთად რამდენიმე თავისი ნაწარმოებიც შეასრულა.ახალგაზრდის მიერ ვირტუოზულად შესრულებულმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა ტოლსტოის სახლში სტუმრად შეკრებილი პუბლიკა აღაფრთოვანა,რამაც თავის მხრივ,ხანგრძლივი აპლოდისმენტები გამოიწვია.თუმცა,თავად მწერალი ამ დროს სავარძელში მოღუშული იჯდა და არავითარი სიმპათია არ გამოუხატავს მუსიკალურ სამყაროში ახლადფეხშებიჯებული პიანისტის მიმართ.რამდენიმე ხანში,ტოლსტოი სავარძლიდან მძიმედ წამოდგა,რახმანინოვთან მივიდა და ერთობ უკმაყოფილო ტონით მიმართა: „ – დიდხანს ვითმინე,მაგრამ საბოლოოდ მაინც ვალდებულად ჩავთვალე თავი თქვენთვის მეთქვა,თუ როგორ არ მომეწონა ყოველივე ეს.ბეთჰოვენი,რაც არ უნდა იყოს – ნაგავია! პუშკინი და ლერმონტოვიც!” – რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ ტოლსტოი კვლავაც მივიდა გაოგნებულ და შეურაცხყოფილ რახმანინოვთან,თუმცა ამჯერად მოუბოდიშა: „ – მაპატიეთ,გთხოვთ,მე მოხუცი კაცი ვარ.არ მინდოდა თქვენი განაწყენება”. – რაზეც კომპოზიტორმა შვებით ამოისუნთქა და ლიტერატორს საპასუხოდ ასეთი რამ უთხრა: „ – როგორ შეიძლებოდა გავნაწყენებულიყავი ჩემი შეურაცხყოფით,როდესაც თვით ბეთჰოვენის შეურაცხყოფითაც კი არ გავნაწყენებულვარ?!” – აღნიშნული ისტორიის შემდეგ სერგეი რახმანინოვს ლევ ტოლსტოის სახლში ფეხი აღარასოდეს დაუდგამს. – (ავტორი გენია.ჯი)