რამდენიმე ფაქტი ფარშავანგების შესახებ…
უძველესი წყაროების ცნობით,ქათმისებრთა რიგის (მამლის უახლოესი ნათესავი) ულამაზესი ფრინველი - ფარშავანგი პირველად ინდოეთში მოაშინაურეს და დღეისათვის იგი აღნიშნული ქვეყნის ოფიციალურ სიმბოლოსაც წარმოადგენს (გარდა ინდოეთისა,ფარშავანგი ირანის სიმბოლოცაა). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ ინდიუზმში ფარშავანგი წმინდა ფრინველად არის შერაცხილი,ხოლო იეზიდი ხალხის რელიგიის მიხედვით მთავარანგელოზი – მალაქ-ტაუსი ფარშავანგის სახით არის გამოსახული და იგი მრავალფეროვნებასთან,სილამაზესა და ძალასთან სიმბოლირდება.აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ჩვენი პლანეტის ყველაზე გრაციოზული ფრინველი სიამაყესა და უკვდავებასთან სიმბოლირდება,რის გამოც ისინი აღმოსავლური ზღაპრების,ანდაზებისა და იდიომები ხშირი პერსონაჟები არიან.სამხრეთის ქვეყნებში მაცხოვრებელ ხალხებს სჯეროდათ,რომ ფარშავანგებს „საქორწინო თამაშების” პერიოდში წვიმების გამოწვევაც კი ძალუძდათ.შუასაუკუნეების ევროპულ ქვეყნებში ინდოეთისაგან განსახვავებით,სადაც კანონით იყო აკრძალული ფარშავანგებზე ნადირობა,ამ ულამაზესი ფრინველისაგან დამზადებული კერძები დელეკატესად მიიჩნეოდა.პირველი რუსი მონარქი,რომელმაც ფარშავანგისაგან დამზადებული კერძი იგემა – ივანე IV მრისხანე იყო.თავისი სისასტიკით სახელგანთქმულ მონარქს იმდენად მოეწონა მისგან დამზადებული კერძები,რომ ისინი მისი სუფრის განუყოფელ ნაწილად აქცია.თუმცა-კი,რუსეთის სამეფო კარზე დადგენილი ეტიკეტის თანახმად,ფარშავანგისაგან დამზადებული კერძის მირთმევა მხოლოდ მაშინ იყო რეკომენდირებული,როდესაც ჯერ გედისაგან დამზადებულ კერძს გაუსინჯავდნენ გემოს. (ავტორი გენია.ჯი) ძველი ტიბეტელი ბერების ტრაქტატში ვკითხულობთ,რომ ფარშავანგის ხორცით კვება სასარგებლო იყო ადამიანისათვის.მათი მტკიცებით,იგი თვალების სამკურნალოდ და ტონუსისა და პოტენციის ასამაღლებელ უებარ საშუალებას წარმოადგენდა.
ფარშავანგები უძველესი ეპოქებიდანვე იყვნენ ბუდისტური მონასტრების მუდმივი მკვიდრები.ამის მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა: ფარშავანგები ძალიან ფრთხილი ფრინველები არიან.გარდა ამისა,ისინი განსაკუთრებული მტრობით გამოირჩევიან ქვეწარმავლების მიმართ.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ფარშავანგს ისეთი საშინელი ქვეწარმავლის წინააღმდეგაც კი ძალუძს ერთობ ეფექტური ბრძოლა,როგორიც გახლავთ ინდოეთში გავრცელებული – სამეფო კობრა.შესანიშნავი სმენისა და უნარების მქონე ფრინველები პირველები გრძნობენ არა მხოლოდ თავიანთი პოტენციური მტრის მოახლოვებას,არამედ გრძნობენ ბუნებრივი კატაკლიზმების მოახლოვებასაც,რაც თავის მხრივ,წინასწარ აფრთხილებდა ბუდისტ ბერებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ისევე როგორც ადრეულ პერიოდებში,ინდოეთში დღესაც კანონით არის აკრძალული ფარშავანგებზე ნადირობა,რაც განაპირობებს იმას,რომ ისინი ამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაში ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული. – (ავტორი გენია.ჯი)