ჟან ნიკოლა არტურ რემბოს შესახებ…

გენიალურ ფრანგ სიმბოლისტ-პოეტს – ჟან ნიკოლა არტურ რემბოს (1854-1891 წლები),რომელსაც პოეტისათვის დამახასიათებელი უნიკალური ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩნდა – „ბავშვი შექსპირი” უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ ლათინური ენის შესანიშნავი მცოდნე სკოლაში სწავლის პერიოდშიც კი მათემატიკური ამოცანების პასუხებს ლათინურ ენაზე დაწერილი ლექსებით წერდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ლათინურადვე აგზავნიდა პირად წერილებს ლექსების ფორმით.ფრანგი პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ სრულიად ბავშვმა ფანჯარაში თვალი მოჰკრა ვიღაც გოგონას და ისიც მიჰყვა თავის „ფიქრ-სიყვარულს”.რამდენიმე ხნის განმავლობაში არტური სატრფოს არა მხოლოდ წერილებს,არამედ მშვენიერ ლექსებსაც უგზავნიდა.ბოლოს კი ქალაქის ბაღში პაემანიც დაუნიშნა… გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ პატარა რემბოს მასზე გაცილებით უფროსი ასაკის მქონე სატრფო არ იცნობდა,მაგრამ ცნობისმოყვარეობის წადილმა დასძლია და პაემანზე მაინც მივიდა.მას შემდეგ,რაც დათქმულ ხესთან მისულ გოგონას მისთვის მოულოდნელად თმაგაბურძგნული და ფეხშიშველა ბავშვი დახვდა და გაიგო მისი ვინაობა,გაოცებულმა მასზედ შეყვარებულ ბიჭუნას ენა გამოუყო და გაიქცა.ეს იყო არტურ რემბოს „პირველი დიდი სიყვარული”.მართალია,სიყვარული გაჰქრა,მაგრამ სამაგიეროდ იმ პერიოდის მშვენიერი ლექსები დარჩა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>