მონიალო – (ჩუქჩების ეროვნული კერძი)
ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა – ჩუქჩები,რომელთა მითოლოგიის მიხედვითაც,ისინი რჩეული ხალხია,ხოლო სხვა ჩრდილოელი ხალხები (ევენკები,კორიაკები და ასე შემდეგ) კი მათი მსახურნი,თავიანთ ეროვნულ კერძს - „მონიალო”-ს სახელწოდებით მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კერძს ისინი განსაკუთრებით ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე ეტანებიან და ამიტომაც ხშირად „ჩუკოტკურ კერძსაც” უწოდებენ.ამ იშვიათი კერძის დასამზადებლად ისინი სპეციალურად არჩევენ დიდ ირემს,რომელსაც გარკვეული ხნის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ხავსით კვებავენ.დასაკლავად განწირულ ირემს დაკვლის წინ ჩუქჩები საგანგებოდ კვებავენ ხავსით,რის შემდგომაც მცირეოდენ დროს აცლიან,რათა მან კარგად ვერ მოასწროს ხავსის გადამუშავება ორგანიზმში.საბოლოო ჯამში დაკლულ ირემს ჩუკოტკელები მუცელზე ფატრავენ,გაფატრული მუცლიდან უღებენ კუჭს,რომელიც განოყიერებულია ნახევრადგადამუშავებული ხავსით.სწორედ მას უწოდებენ ჩუკოტკელები თავიანთ ეროვნულ კერძს,ანუ – მონიალოს,რომლისგანაც შემდგომ ამზადებენ ცხელ სუპებს ან ინახავენ კონსერვის სახით.როგორც ამბობენ,მონიალოს კერძით უცხოელები არასოდეს მოხიბლულან,რაც არ უნდა იყოს გასაკვირი. – (ავტორი გენია.ჯი)