იცით თუ არა,რომ
1. დიდმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა – ანატოლ ფრანსმა,რომელსაც სიზარმაცეს ვერავინ დასწამებდა,შარლ მორასთან პაექრობისას საკუთარი პერსონის შესახებ განაცხადა: „მე ბუნებით მთქნარების მოყვარული დოყლაპია ვარო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ცნება „კვანტი” პირველად გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა და „კვანტური თეორიის” ფუძემდებელმა – მაქს პლანკმა გამოიყენა ენერგიის უმცირესი რაოდენობის გამოსახატავად.
* * *
3. „მე იმდენად მაინტერესებს მათემატიკა,რამდენადაც შემიძლია ფიზიკაში გამოვიყენო”. – განუცხადებია ერთხელ ალბერტ აინშტაინს.
* * *
4. საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სახელოვანი გერმანელი პოეტი და ენათმეცნიერი – ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი დრეზდენის გალერეაში განთავსებული ექსპონატების ღრმა შინაარსს სონეტების საშუალებით გადმოსცემდა.
* * *
5. „ხელოვნებამ შთანთქა ჩემში ადამიანიო”. – აღიარებდა გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სიტყვიერი ფერების დიდოსტატმა – კონსტანტინე გამსახურდიამ გენიალურ ქართველ ფერმწერს – ლადო გუდიაშვილს – „ფერების ბულბული” უწოდა.
* * *
7. სიკვდილის სარეცელზე მყოფი დიდი ფრანგი პოეტის – ჟან ნიკოლა არტურ რემბოს უკანასკნელი სურვილი იყო: „მინდა ზღვაზე მოვკვდეო”… ამიტომაც აიყვანეს მომაკვდავი სიმბოლისტი პოეტი ახლობლებმა საკაცით გემის ბაქანზე.
* * *
8. სპეციალისტები ირწმუნებიან,რომ შოთა რუსთაველს თავის უკვდავ პოემაში – „ვეფხისტყაოსანში” – მზე 341-ჯერ აქვს მოხსენიებულიო.
* * *
9. გენიალურ იტალიელ პოეტს – დანტე ალიგიერსა და უდიდეს ფრანგ პოეტს – შარლ ბოდლერს თავიანთი შემოქმედების გამოისობით – „ეპოქის მსჯავრმდებლები” უწოდეს.
* * *
10. ვირუსები პირველად აღმოჩენილი იქნა 1892 წელს გამოჩენილი რუსი ფიზიოლოგის,მიკრობიოლოგისა და ვირუსოლოგიის ფუძემდებლის – დიმიტრი ივანოვსკის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)