სტენდალი – „ეპიზოდი”
ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობაში მყოფი გენიალური ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,ხუთი წლის განმავლობაში უნუგეშოდ იყო შეყვარებული ქალზე,ვინმე – ვიქტორია მუნიეზე. (ავტორი გენია.ჯი) აქ საკვირველი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: ლიტერატორი არასოდეს შეხვედრია ასეთი სახელისა და გვარის მქონე ქალს და შესაბამისად,არც კი იცოდა არსებობდა თუ არა ის საერთოდ.ხუთი წლის განმავლობაში სტენდალი ოხრავდა,იტანჯებოდა,სასოწარკვეთაში ვარდებოდა,მაგრამ არასოდეს უცდია მოეძებნა იგი და თვალი ერთხელ მაინც შეევლო მისი „ოცნების დედოფლისათვის”.მწერლის წარმოდგენაში ვიქტორია საოცრად ნატიფი,ნაზი,ჰაეროვანი არსება იყო… მას შემდეგ,რაც სტენდალის მეგობრებმა ხანგრძლივი ძებნის შედეგად მართლაც აღმოაჩინეს ვიქტორია მუნიეს სახელის მქონე მანდილოსანი,სტენდალთან მივიდნენ და აუწყეს,რომ გოგონა საკმაოდ სქელი და თანაც უშნო შესახედაობისააო,რაზეც მწერალი ერთობ გაოცებულა – „როგორ შეიძლება ასე იყოსო..” – (ავტორი გენია.ჯი)