რა პირობებში აღიზარდა რობერტ ბერნსი?

შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) მშობლიურ სოფელ ალოუეში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში,რომელიც დიდებული ფოლკლორისტის მამის,გლეხის – უილიამ ბერნსის (1721-1784 წლები) მიერ იყო აგებული ვაჟიშვილის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე,არა მხოლოდ ბერნსების მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობდა,არამედ ის ძროხა და შინაური ფრინველებიც ბინადრობდნენ,რომლებიც მათ საკუთრებას წარმოადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) რობერტის ბაბუის მსგავსად,მებაღეობის მოყვარულმა პოეტის მამამ საკუთარი შრომის შედეგად შესძლო და არენდით მიწა აიღო,რის შემდგომაც ფერმერობას მიჰყო ხელი.ამ დროს რობერტი 6 წლის იყო.მიუხედავად პატარა ასაკისა,მამამ იგი მაინც დაასაქმა,რამაც თავის მხრივ,მის შემდგომ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წარუშლელი კვალი დატოვა (ამბობენ,რომ სწორედ გლეხებთან ახლო ურთიერთობამ და მეგობრობამ აქცია იგი შოტლანდიელი გლეხების ყველაზე საყვარელ პოეტადო).თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნო,რომ ბავშვს მძიმე შრომამ იმთავითვე შესძინა გულის დაავადება,რამაც საბოლოო ჯამში,იმსხვერპლა კიდეც 37 წლის ასაკში მყოფი გენიოსის სიცოცხლე.რობერტი ათი წლის იყო,როდესაც შტორმმა მათი ღარიბი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.მანამ,სანამ უილიამმა სტიქიისაგან დაზიანებული სახლი არ შეაკეთა,ბერნსების ოჯახი თავიანთ კეთილისმყოფელ მეზობლებთან ცხოვრობდა.თუმცა ბერნსების ოჯახს რიგი მიზეზების გამოისობით მაინც მოუხდა ქვენის ამ კუთხიდან იმ კუთხეში მოგზაურობა და ცხოვრება.აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ უილიამი თავის ვაჟს არა მხოლოდ შრომას აიძულებდა,არამედ სწავლასაც.ცნობილია,რომ ამ მიზნით უილიამმა და რამდენიმე მეზობელმა თავიანთი სახსრებით სოფელში პატარა სკოლაც კი ააგეს,სადაც მცირერიცხოვან მოსწავლეებს ერთადერთი მასწავლებელი ასწავლიდა.კარგი განათლება გააჩნდა თავად რობერტის მამასაც,რომელმაც თავისი ცოდნა შვილსაც გადასცა.მისი უშუალო ძალისხმევით რობერტმა შეისწავლა ისტორია,გეოგრაფია და მათემატიკა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,უილიამმა რობერტს ლათინურისა და ფრანგული ენის მასწავლებელიც დაუქირავა.მოგვიანებით ბერნსი უილიამის შესახებ წერდა,რომ მას არასოდეს შეხვედრია ცხოვრებაში ისეთი კარგი ადამიანი,როგორიც მამამისი იყო. „მან მე კეთილშობილების გზა კი არ მასწავლა,კეთილშობილების გზაზე დამაყენაო”. – ამბობდა დიდი პოეტი.ერთი პერიოდის განმავლობაში რობერტმა გადაწყვიტა,რომ ისეთივე ცხოვრების წესი აერჩია მეგზურად,როგორიც უილიამს გააჩნდა.რამდენიმე ხანი იმუშავა კიდეც არენდით აღებულ მიწაზე,მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არაფერი გამოუვიდა.ის კი არა და, ფერმერულმა წარუმატებლობამ საქმეში ჩადებული ფულიც დააგარგვინა და არენდით აღებული მიწაც.სწორედ ამის შემდგომ მიუძღვნა რობერტ ბერნსმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე სრულად პოეზიას.მიუძღვნა და უკვდავყო კიდეც მისი სახელი. – (ავტორი გენია.ჯი)

რობერტ ბერნსის მამის – უილიამ ბერნსის საფლავი

ბერნსების მშობლიური სახლი სოფელ ალოუეში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>