ჟან კალვინის შესახებ…
კალვინიზმის ფუძემდებელ ფრანგ ღვთისმეტყველს,თეოლოგსა და რეფორმატორს – ჟან კალვინს (1509-1564 წლები) რამდენიმე ხნის განმავლობაში ნავარის დედოფლისა და საფრანგეთის პრინცესის – მარგარიტა ნავარელის სასახლის კარზე მოუხდა ფუფუნებაში ყოფა-ცხოვრება,თუმცა მას ასევე მოუხდა ყოფა-ცხოვრება როგორც დევნილობაში მყოფ გაღატაკებულ გლეხს. (ავტორი გენია.ჯი) კალვინის ბაბუა კასრების დამზადების ოსტატი გახლდათ,ხოლო მამა,პროფესიით იურისტი – ჟერარ კოვენი კი არა მხოლოდ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა,არამედ ეპისკოპოსის მდივნისა და ფისკალური პროკურორის ფუნქციებსაც ასრულებდა.პატარა კალვინს დედა – ჟანა ლე ფრანკი,რომელიც ტრატირის (სასტუმროს ფუნქციების მატარებელი სამიკიტნო) მფლობელის ქალიშვილი იყო,დაუდგენელი მიზეზის შედეგად გარდაეცვალა.ბავშვის მამას,წარმატებულ იურისტს შვილის აღსაზრდელად დრო არ რჩებოდა,რის გამოც იგი ერთ არისტოკრატულ ოჯახს მიაბა სამეურვეოდ.რამდენიმე ხანში,კერძოდ კი, 1523 წელს კალვინი იეზუიტთა ორდენის დამაარსებლის – იგნაიუს ლოიოლას მსგავსად,განათლების მისაღებად პარიზში განთავსებულ მონტეგიუს კოლეჯში მიავლინეს.ეს გახლდათ სასწავლებელი,სადაც საშინელი ანტისანიტარია,მოწაფეების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება და შიმშილი სუფევდა.ჟანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე,განმარტოებით ყოფნას ანიჭებდა უპირატესობას და არასოდეს ერთვებოდა თანაკლასელების მიერ გამოვლენილ სულელურ ქმედებებში. (ავტორი გენია.ჯი) მან საფუძვლიანად შეისწავლა ლათინური,ძველბერძნული და ძველი ებრაელური ენები.განსაკუთრებით უყვარდა „წმინდა წერილების” ორიგინალში კითხვა.სასულიერო გზაზე დამდგარმა 18 წლის ასაკში დაიწყო ქადაგებებით გამოსვლა.ცნობილია,რომ მხოლოდ ჟენევაში მოღვაწეობისას კალვინმა ორიათასზე მეტჯერ იქადაგა.პირველად მან ერთ-ერთი მდიდარი პარიზელის მფლობელობაში მყოფ ბაზრობაზე იქადაგა.მიუხედავად სიყმაწვილეში ეკლესიის რეფორმაციის მოწინააღმდეგეთა რიგებში ყოფნისა,ზრდასრულმა კალვინმა მსოფლმხედველობა შეიცვალა და ერთ-ერთ უმთავრეს პროტესტანტ რეფორმატორად იქცა.
1559 წელს კალვინიზმის ფუძემდებელმა ციებ-ცხელება გადაიტანა,რამაც მისი ჯანმრთელობა ერთობ შეარყია. 1564 წლის თებერვალში ერთ-ერთი ლექციის მიმდინარეობისას ფრანგ რეფორმატორს პირიდან სისხლიც კი წასკდა.ფრანგი ღვთისმეტყველი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე არაადამიანური ტკივილებით იტანჯებოდა.თუმცა,თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,როგორც კი ტკივილები დაუამდებოდა,უმალვე მუშაობას კვლავაც უბრუნდებოდა. 1564 წლის 27 მაისს, საღამოს 8 საათზე ჟან კალვინი გარდაიცვალა.იგი დაკრძალული იქნა ყოველგვარი ცერემონიის გარეშე.მის საფლავზე არ აღუმართავთ არავითარი ქანდაკება.დროის ქარიშხლის დინებაში კი ჟან კალვინის საფლავი დაიკარგა. – (ავტორი გენია.ჯი)