ასე ახასიათებდა გალაკტიონს აკაკი გაწერილია…

„იჭირვეულა, იუცხოვა, იხმაურა. სძულდა. უყვარდა. ფათურობდა. მთვრალობდა. ფხიზლობდა.ყელამდე  აივსო სიხარულით. იცოდა დუმილი. სცოდავდა. არ სცოდავდა. უცნაური იყო. ჭკუის კოლოფიც იყო. სიმღერად იცლებოდა… პოეტი იყო, ნამდვილი, ხალასი პოეტი და იმიტომ. ლექსების წერის გარდა არაფერი ეხერხებოდა. ამბობდა კიდეც, რომ იგი „აზროვნებს, ფიქრობს ლექსებით, ცხოვრობს და განიცდის ლექსებით, მარად სუნთქავს ლექსებით”. ისიც ხომ თქვა, „ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტისო”. ასეც იყო. მაშინაც კი, როცა უბრალო რამის გახსენება უნდოდა, ვთქვათ, დურგალის აყვანა წყნეთში აგარაკის მშენებლობაზე ან მასალების შოვნა, ყველაფერს ლექსად იწერდა უბის წიგნაკში: არ დამავიწყდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>