თომას ჰობსის შესახებ…
გენიალური ინგლისელი ფილოსოფოსი – თომას ჰობსი (1588-1679 წლები),რომელიც ქვეყნიერებას დედის ნაადრევი მშობიარობის შედეგადაც მოევლინა (ქალს მშობიარობა დაუჩქარა შიშმა,რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ ინგლისის სანაპიროებთან ესპანური არმადის გამოჩენის შესახებ),მოგვიანებით აღნიშნული მოვლენის შესახებ ერთობ მრავლისმეტყველად წერდა – „ჩემმა დედამ ტყუპები გვშობა: მე და შიშიო”. (ავტორი გენია.ჯი) ბიძის მეურვეობის ქვეშ აღზრდილმა გენიოსმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში თარგმნა ძველბერძნული ენიდან ინგლისურ ენაზე ევრიპიდეს უკვდავი ტრაგედია – „მედეა”.გარდა ამისა,ერუდირებული ყმაწვილი იმავე ასაკში ლათინურ ენაზე წერდა ლექსებსაც.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ჰობზი წიგნის კითხვას დიდ დროს არასოდეს უთმობდა,რადგან უპირატესობას იმთავითვე პირად საუბრებს ანიჭებდა.საკუთარი ავტობიოგრაფია მხოლოდ 84 წლის ასაკში დაწერა და ისიც ლექსის ფორმით.სიკვდილის სარეცელზე მყოფი ინგლისელი ფილოსოფოსის ბოლო სიტყვებიც,მისივე ფილოსოფიის გამოძახილი გახლდათ: „მე ვაპირებ უკანასკნელი რეისის შესრულებას,შესანიშნავ ნახტომს წყვდიადისაკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)