უცნობი ფაქტები რობერტ ლუის სტივენსონის ბავშვობიდან…
შუქურების მშენებელი მდიდარი ინჟინრის – ტომაზ სტივენსონის ერთადერთი ვაჟი – რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),რომელიც მოგვიანებით ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელ მწერლად ჩამოყალიბდა,პატარაობიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, მედიკოსები იმასაც შიშობდნენ,ქვეყნიერებას ახლადმოვლენილი ჩვილი საერთოდ გადარჩებოდა თუ არა ცოცხალი.პატარა ლუისის დედა მარგარეტ-ისაბელა ტუბერკულოზით იყო დაავადებული,რის გამოც რობერტის აღზრდა ოჯახის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ ძიძას,შესანიშნავი განათლებისა და გულწრფელი იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებულ მოსამსახურე ქალს – ალისონ კანინგემს მიანდვეს.მდიდარი წარმოსახვის მქონე ძიძა პატარა რობერტს უამრავ საინტერესო ისტორიას უყვებოდა.თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მის ყურადღებას რელიგიურ თემებზე ამახვილებდა.ღრმად მორწმუნე ქალი ვერც კი წარმოიდგენდა,თუ რაოდენ დიდ გავლენას მოახდენდა მის მიერ მოყოლილი რელიგიური ამბები ცოდვილებზე,ჯოჯოხეთზე და განკითხვის ჟამის მოახლოებაზე თავისი აღსაზრდელის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე,არამედ მის შემდგომ ცხოვრებაზეც კი.ძიძის მიერ ნაამბობმა საინტერესო,თუმცა-კი შიშისმომგვრელმა რელიგიურმა ისტორიებმა პატარა რობერტის ფსიქიკაზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ დიდი ხნის განმავლობაში ბავშვს საძინებელში მარტო დაწოლის ეშინოდა. (ავტორი გენია.ჯი) ღამით,როდესაც პატარა რობერტს შიშებისაგან შეტევები დაეწყებოდა ხოლმე,ალისონი ბავშვს ხელში აიტაცებდა,ფანჯარასთან მიჰყავდა,ვარსკვლავებისაკენ გაახედინებდა და ამ სიტყვებით ამშვიდებდა: „იქაც ტკივათ,იქაც ეშინიათ!” – ლიტერატორის ბიოგრაფები გვამცნობენ,რომ სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა აქცია შემდგომში სტივენსონი გენიალურ,მაგრამ ნერვოზულ მწერლადო.გარდა ამისა,რობერტ ბერნსის პოეზიის მოყვარული ძიძა ხშირად უყვებოდა სტივენსონს ლექსებს თავისი კუმირის პოეზიიდან,რამაც თავის მხრივ,გარკვეული ზეგავლენაც იქონია მწერლის შემდგომ შემოქმედებაზე.დროთა განმავლობაში სუსტი ჯანმრთელობისა და სუსტი ფსიქიკის მქონე აღსაზრდელისათვის ძიძა ერთადერთ უახლოეს მეგობრად იქცა.მწერალს თავისი ძიძისადმი იმდენად დიდი სიყვარული,კრძალვა და პატივისცემა გააჩნდა,რომ როდესაც რაიმეს დააშავებდა,ბოდიშს დედის ნაცვლად მასზე გულმხურვალედ მლოცველ ალისონს უხდიდა. – (ავტორი გენია.ჯი)