კონდრატე თათარაშვილი – „ეპიზოდი”
უცხოეთში ხანგრძლივი იძულებითი ყოფნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ „უიარაღოდ” წოდებულ „მამლუქის” ავტორს - კონდრატე თათარაშვილს (1872-1929 წლები) „ლაღიძის წყლებთან” დიდი ხნის უნახავი მეგობარი,სახელოვანი ქართველი მწერალი – დავით კასრაძე შემოხვდა.მონატრებული ძმები ერთმანეთს ჩაეხვივნენ.გამვლელები ჩერდებოდნენ ქუჩაში. (ავტორი გენია.ჯი) უკვირდათ,ასე რატომ ეხვეოდნენ ერთმანეთს… მეგობრები მთაწმინდის კალთებს აუყვნენ.თბილისის ცის ფერმკრთალი ვარსკვლავების ქვეშ სუფრა გაშალეს…. მთაწმინდის ფერხთით გადაშლილიყო დედაქალაქის განუმეორებელი ხედი.
- დავით,გახედე აქედან თბილისს! რომელი ბრიუსელი შეედრება!
- ჰოდა,ჩემო კონდრატე,ეს ჩვენი ახალი შემოქმედებითი ჰორიზონტია,ახალი ტილოების ასამეტყველებლად!.. აი,როცა შენი „მამლუქის” გმირებს წავუკითხავ მოსე თოიძეს…
კონდრატე შეკრთა.
- რა შუაშია „მამლუქი”?!
- „მამლუქი” ჩვენთვის,ქართველთათვის დიდი ნაწარმოებია.მოსე თოიძეს გააცანი,ბეჯითი ყურადღებით წაიკითხავს და სურვილიც აღეძრება,ტილოზე გააცოცხლოს მისი ეპიზოდები: „ნაპოლეონი პირამიდებთან”… „უკანასკნელი შეხვედრა”… – დაამშვიდა დავითმა.
„ქართული სულის ყივილის” ავტორს თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა.
- საზარელი ბრძოლის ველის ფონზე,ურიცხვ გვამთა შორის,ორი,ერთმანეთს გადაჭდობილი გვამი იქნება გამოსახული.ერთს ეცმევა ძვირფასი არაბული ხალათი,ხოლო მეორეს – ვენეციელი გვარდიელის მწვანე მუნდირი… – განაგრძო დავითმა.
„ – ღმერთმა ხომ იცოდა,რომ არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი… ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ”… – დაასრულა თვალცრემლიანმა კონდრატემ.
…მთაწმინდის ღამეული ცის ქვეშ ტიროდა „მამლუქის” ავტორი… ტიროდა დავით კასრაძეც… – (ავტორი გენია.ჯი)