„წითელი წიგნი” – (ეპიზოდი)
როგორც ცნობილია,იშვიათი,გადაშენებული და გადაშენების საფრთხის პირას მისული ცხოველებისა და მცენარეების სახეობების ნუსხით შედგენილი ანოტირებული წიგნი,რომელსაც „წითელი წიგნის” სახელწოდებით მოვიხსენიებთ დღემდე,პირველად 1963 წელს იქნა გამოცემული სწავლულების 15 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად და მასში სულ 211 სახეობისა და ქვესახეობის ძუძუმწოვრები იყვნენ შეყვანილნი. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიერ გამოცემული „წითელი წიგნი” სხვადასხვა ფერების მქონე ფურცლებისაგან შედგება.შავი ფერის ფურცლებზე იმ სახეობათა შესახებ არის ინფორმაცია გადმოცემული,რომლებიც უკვე ბუნებაში აღარ გვხვდებიან; წითელი ფერის ფურცლებზე წარმოდგენილია გაქრობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველები და მცენარეები.მაგალითად ისეთი,როგორიც არის შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდი; წითელ წიგნში” არსებული ყვითელი გვერდები ეძღვნება ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ისეთ სახეობებს,რომელთა რაოდენობა ბუნებაში კატასტროფული სისწრაფით იკლებს; თეთრ ფურცლებზე ვეცნობით ფლორისა და ფაუნის იმ წარმომადგენლებს,რომლებიც ადრეული ეპოქებიდანვე მცირე რაოდენობით ბინადრობდნენ ბუნებაში; რუხი ფერის ფურცლეზე დატანილია ცნობები ნაკლებად შესწავლილი ცხოველებისა და მცენარეების შესახებ.ხოლო წიგნის მწვანე ფურცლები კი გვაუწყებენ სასიხარულო ინფორმაციას იმ სახეობათა შესახებ,რომელთა გადარჩენაც გახდა შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)