იცით თუ არა,რომ
1. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი,რომელსაც თვალის სინათლე უკვე დაკარგული ჰქონდა,ხშირად იჯდა ხოლმე თავის სამუშაო კაბინეტში თავდახრილი და რაღაცას უღიმოდა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ინგლისისა და ირლანდიის ტახტზე ასულ ჰანოვერთა დინასტიის პირველ წარმომადგენელ მეფეს – ჯორჯ I-ს (1660-1727 წლები),რომელიც ქალთა მშვენიერი სქესის მიმართ დიდი ტრფიალით იყო გამორჩეული,უამრავი საყვარელი ჰყავდა.თუმცა,როგორც მისი ბიოგრაფები შენიშნავენ,მონარქი განსაკუთრებულ უპირატესობას მაინც მსუქან ქალებს ანიჭებდა და მრავალი მსუქანი საყვარელიც ჰყავდაო.
* * *
3. მუსიკის მოყვარულ სასიქადულო ქართველ მამულიშვილსა და მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში – იაკობ გოგებაშვილს განსაკუთრებით უყვარდა ისეთი უკვდავი ქართული ხალხური სიმღერები,როგორებიც გახლავან – „ოროველა” და „კალოური”.
* * *
4. უცხოური აქცენტით ინგლისურად მოლაპარაკე პოლონური წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი მწერალი – ჯოზეფ კონრადი ცხოვრებას ქვეყნის მიყრუებულ ადგილებში ამჯობინებდა,ჭორებისაგან მოშორებით.ამიტომაც იყო,რომ ლიტერატორის შესახებ ახალი ამბები ერთობ მწირად მოიპოვებოდა.
* * *
5. ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში განთავსებული ერთ-ერთი უდიდესი კუნძულის – მადაგასკარის არსებობის შესახებ პირველი ცნობები ევროპელებს დიდმა იტალიელმა მოგზაურმა და მწერალმა – მარკო პოლომ მიაწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალური ინგლისელი მწერალი-სატირიკოსი – უილიამ თეკერეი არა მხოლოდ შესანიშნავი ლიტერატორი,არამედ პროფესიონალი მხატვარიც იყო.ცნობილია ისიც,რომ იგი საკუთარ თხზულებებს თავადვე ასურათებდა.
* * *
7. დიდი ქართველი ისტორიკოსი,მეცნიერ-ბიზანტიოლოგი და პედაგოგი – სიმონ ყაუხჩიშვილი ცაცია იყო და შესაბამისად,მარცხენა ხელით წერდა კიდეც პატარაობაში.თუმცა,როდესაც ეს ფაქტი შეამჩნია ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორმა,სულმნათმა – იოსებ ოცხელმა,მანამ არ მოეშვა თავის მოწაფეს,სანამ მარცხენა ხელით წერას არ გადააჩვია.
* * *
8. ვიქტორიანული ეპოქის სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი აქტიურად იყო ჩართული ციხეების რეფორმირებისა და სახელოსნოებში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში.
* * *
9. გენიალური ამერიკელი მწერალი – მარკ ტვენი საზოგადოებაში გასვლის დროს უმეტესწილად თეთრი ტანისამოსით,თეთრი ქუდითა და წითელი წინდებით იმოსებოდა.
* * *
10. „მე ვეძებ იმას,რაც ჩემში ჩემზე მეტი იქნებაო”, – ხშირად იმეორებდა დიდი ფრანგი პოეტი – პოლ კლოდელი. – (ავტორი გენია.ჯი)