ადელაინ ვირჯინია ვულფის შესახებ…
დიდი ინგლისელი მწერალი ქალის – ადელაინ ვირჯინია ვულფის (1882-1941 წლები) მამა – სერ ლესლი სტივენი (1832-1904 წლები) არა მხოლოდ თავდაჯერებულობით გამორჩეული კაცი იყო,არამედ ერთობ პრინციპული და ჭეშმარიტი ვიქტორიანელიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) პროფესიით ისტორიკოსს,მწერალსა და ბიოგრაფ სტივენს პატრიარქალური მსოფლმხედველობა გააჩნდა.მისი შეხედულებით ვაჟებს სახალხო სკოლებსა და კემბრიჯის უნივერსიტეტში უნდა ესწავლათ და კარიერისათვის მომზადებულიყვნენ,ხოლო გოგონებს კი მხოლოდ კერძო განათლება უნდა მიეღოთ და გათხოვებაზე ეფიქრათ.სწორედ ამიტომაც უსვამენ ხაზს ვულფის ბიოგრაფები იმ გარემოებას,რომ ვირჯინია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში თითების გამოყენებით ახერხებდა მხოლოდ ანგარიშს.მამის მსოფლმხედველობამ აიძულა დები საკუთარი დაჟინებული მონდომების წყალობით თავადვე მიეღოთ განათლება,რაშიც მათ თავის მხრივ ხელს უწყობდა ისიც,რომ სტივენების ოჯახში ხშირად იკრიბებოდა იმ პერიოდის ინგლისის საუკეთესო მოაზროვნეები,რომელთაც სულგანაბული უსმენდნენ ვირჯინია და ვანესა.სწავლას მოწყურებულ დებს იმაშიც გაუმართლათ,რომ მათ სახლში უზარმაზარი საოჯახო ბიბლიოთეკა გააჩნდათ. 1895 წლის 5 მაისს ვულფის ფილანთროპი დედის – ჯულია პრინსეპია სტივენის გარდაცვალების შემდგომ მომავალი მწერლის ცხოვრების საუკეთესო ხანა,რომელსაც ბელიმ თავის მონოგრაფიაში „სიყმაწვილის ედემი და დაუვიწყარი სამოთხე” უწოდა, – დასრულდა.გარდა ამისა,დასრულდა ის წესრიგიც,რომელიც შექმნილი ჰქონდა ჯულიას.მეუღლის გარდაცვალებამ სტივენი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო.იგი საკუთარ კაბინეტში გამოიკეტა,რის გამოც ოჯახის გაძღოლა საკუთარ თავზე მისმა ქალიშვილმა (წინა ქორწინებიდან) – სტელამ აიღო.ცნობილია,რომ ლესლი და ჯულია სანამ ერთმანეთზე დაქორწინდებოდნენ,მანამ ორივე მათგანი იმყოფებოდა ქორწინებაში და შვილებიც ჰყავდათ.სხვათაშორის,ლესლი სტივენი პირველ ჯერზე დაქორწინებული გახლდათ გენიალური ინგლისელი მწერლის – უილიამ თეკერეის ქალიშვილზე – ჰარიეტ მერიენ თეკერეიზე,რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში ერთი ქალიშვილი – ლაურა შეეძინა.სამწუხაროდ,გოგონა ფსიქიკურად დაავადებული აღმოჩნდა.დედის გარდაცვალების შემდგომ,ვირჯინიას ცხოვრებასა და ფსიქოლოგიას განსაკუთრებული დაღი დაამჩნია მისი გარყვნილი ნახევარძმის – ჯორჯის „არანათესაურმა გრძნობებმა,რომელიც ცდილობდა თავის ნახევარდებთან სასიყვარულო რომანის გაბმას.ბელის მტკიცებით,ამიტომაც სძულდა ადელაინს მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე მეტად თავისი ნახევარძმა – ჯორჯი. – (ავტორი გენია.ჯი)
სერ ლესლი სტივენი
ჯულია პრინსეპია