ირაკლი გამრეკელის ბიოგრაფიიდან…
ბუნების სილამაზით მოჯადოებული დიდი ქართველი ფერმწერი,სცენოგრაფი და ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ირაკლი გამრეკელი (1894-1943 წლები), ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მხატვრობით. (ავტორი გენია.ჯი) ირაკლის მშობლებმა თავიანთი ვაჟი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიავლინეს სასწავლებლად,რადგან მასში მომავალ მიტრამოსილ არქიელს შესტრფოდნენ.მიუხედავად ამისა,გამრეკელმა პროფესიული არჩევანი მაინც სახვით ხელოვნებაზე შეაჩერა და როგორც თავად აღნიშნავდა,მის არჩევანზე უდიდესი გავლენა იქონია XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე გენიალურმა ქართველმა ფერმწერებმა და ოქრომქანდაკებლებმა – ბექა და ბეშქენ ოპიზრებმა. „როდესაც პირველად მოვისმინე ოპიზრის სახელი,ყურები ვცქვიტე: თურმე ჩვენ გვყოლია ჯადოსანი მხატვრებიც! ვერ წარმოიდგენთ რა მოწიწებით ვემთხვიე ოპიზრების ფრესკების უკვდავ ასლებს.ღრმად იფეთქა ჩემმა ბავშვობის გატაცებამ მხატვრობისადმი და მომთხოვა კანონიერი გზა მიმეცა მისთვის.ოპიზრებმა უჩინრად ხელი მკრეს და იმპულსი მისცეს ჩემს მოწოდებას ფრთების შესასხმელად”. – წერდა მოგვიანებით სახელოვანი მხატვარი.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ირაკლის სიყმაწვილის პერიოდში ხელოვნების დიდოსტატები არა მხოლოდ დაუფასებელნი იყვნენ,არამედ ისეთი შეხედულებაც კი გააჩნდათ მათზე,თითქოს ისინი „ცხოვრების გერები” ყოფილიყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამის სამაგალითოდ საკმარისია გავიხსენოთ ლეგენდად ქცეული ქართველი მხატვარი – მოსე თოიძე,რომელიც გაფითრებული სახითა და ძველი,დაგლეჯილი ჯარისკაცული ფეხსაცმელებით დააბიჯებდა რუსთაველის პროსპექტზე,როგორც დევნილი წინასწარმეტყველი. და კიდევ ამის სამაგალითოდ მოვიყვან დიდებულ ქართველ მოქანდაკეს,მცხოვან – იაკობ ნიკოლაძეს,რომელიც მხაზველობის მასწავლებლობით ირჩენდა თავს და არა თავისი მადლიანი საკვეთელით.როდესაც ირაკლიმ თავისი გადაწყვეტილება მშობლებს ამცნო,ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მათგან დიდ პროტესტს წააწყდა,თუმცა მან არჩეულ გზას არ გადაუხვია და არც შემცდარა,რადგან სამარადჟამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. – (ავტორი გენია.ჯი)
ირაკლი გამრეკელის შემოქმედება