რაში სდებდა ბრალს დე გოლს ჟან ლაფიტი?

ცნობილი ფრანგი კომუნისტი მწერალი – ჟან ლაფიტი (1911-2004 წლები),რომელმაც მთელი თავისი ძალისხმევა შეალია გერმანელ ოკუპანტებთან და ფრანგ გამცემლებთან დაუნდობელ ბრძოლას,საფრანგეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის უშუალო ხელმძღვანელს,გენერალ – შარლ დე გოლს (1890-1970 წლები) იმთავითვე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვაინებით,ლიტერატორი საფრანგეთის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული გენერალის წინააღმდეგ შემდეგი სახის ბრალდებითაც კი გამოვიდა:

„დე გოლი,რომელიც მაშინ საფრანგეთის მთავრობას ედგა სათავეში,ყოველ ზომას იღებდა იმისათვის,რომ დახმარებოდა ინგლის-ამერიკის დაზვერვას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაეშალა.დე გოლი და მისი თანამოაზრეები გესტაპოსა და ვიშის პოლიციასთან იყვნენ დაკავშირებულნი.ახლახან საფრანგეთში აღმოჩნდა იმის მრავალი დამამტკიცებელი საბუთები,რომ დე გოლელებმა მრავალი პატრიოტი გაყიდეს.დე გოლი იბრძოდა არა საფრანგეთის განთავისუფლებისათვის,არამედ „200 ოჯახის” კეთილდღეობისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>