ილია ჭავჭავაძე – „ნუთუ ესენი ქართველნი არიან?”
„ …არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი.ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის.თავადს აზნაური სძულს, აზნაურს – თავადი, გლეხსა ორივე,ნუთუ ესენი ქართველნი არიან,ერთი დედის,საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრი – სათავადოა, აზნაურის – სააზნაურო, გლეხის – საგლეხო, ვაჭრის – სავაჭრო,ნუთუ ესენი ქართველნი არიან,ერთ თესლზედ აღმოსულნი? თავადის აზრი აზნაურს არ უხდება,აზნაურისა – თავადს,ორივესი გლეხსა,ნუთუ ესენი ქართველნი არიან,ერთისა და იგივე ხორცისა და სულის ნაყოფნი და ერთის დედის,საქართველოს ძუძუთ გაზრდილნი?” – (ავტორი გენია.ჯი)