ზიგმუნდ ფროიდის შესახებ…
დიახ, დიახ, სრული თორმეტი წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული კოკაინზე ფსიქოანალიზის გენიალური ავსტრიელი ფუძემდებელი – ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939 წლები).ის ფროიდი,რომელიც პირველ მოაზროვნედ იქცა ისტორიაში,ვინაც საკუთარი გამოცდილების ხარჯზე დაიწყო შესწავლა,რა ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ნარკოტიკს ადამიანის ფსიქიკაზე. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ საუკეთესო ნაშრომები დაწერილი აქვს იმ პერიოდში,როდესაც ზიგმუნდი ნარკომანიის დამღუპველი სენით იყო დაავადებული.მის ბიოგრაფიაში ხაზგასმულია,რომ იგი არა მხოლოდ პაციენტებზე ატარებდა კვლევებს,რომელთა სამკურნალო საშუალებადაც კოკაინს გამოიყენებდა,არამედ მის უახლოეს ნათესავებზედაც კი.მაგალითად,მისი ინტერესის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა,რა გავლენას იქონიებდა კოკაინი მეუღლის ორსულობის კურსზე.
საბოლოო ჯამში,ავსტრიელმა ნევროპათოლოგმა უარი თქვა ნარკოტიკებით პაციენტების განკურნების პრაქტიკაზე და თავადაც ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტა კოკაინის მოხმარება (თუ მხედველობაში არ მივიღებთ მორფის იმ გადაჭარბებულ დოზას,რომელიც ავადმყოფობით განაწამებმა შეგნებულად გაიკეთა ამიერს გამოსამშვიდობებლად). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,როგორც მედიკოსები ირწმუნებიან,სწორედ რომ ნარკომანიის მავნე ჩვევის შედეგად განუვითარდა ფროიდს კიბოს საშინელი დაავადება.დაავადება,რომელმაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე უქცია ჯოჯოხეთად ფსიქოანალიზის ფუძემდებელს.
ფროიდის მუშაობის პერიოდში სახელოვანი ფსიქოლოგის პაციენტებს წარმოადგენდნენ ისეთი ცნობილი და სახელოვანი პერსონები,როგორებიც გახლდნენ – „მოდის კანონმდებელი” კოკო შანელი, იმაჟიზმის ფუძემდებელი ამერიკელი პოეტი ქალი – ჰილდა დულითლი, დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი – გუსტავ მალერი და სხვები.თუმცა მის პაციენტებს შორის ყველაზე ტიტულოვანი მაინც საბერძნეთისა და დანიის პრინცესა – მარი ბონაპარდი იყო,რომელმაც ერთ-ერთი გარდამტეხი როლი ითამაშა ფროიდის ცხოვრებაში.
რამდენიმე წყაროს მტკიცებით ავსტრიელი ნევროპათოლოგის პაციენტს თავის დროზე თვით ადოლფ ჰიტლერიც კი წარმოადგენდა.ამ ფაქტს ადასტურებს ფროიდის კაბინეტში აღმოჩენილი გრავიურა,რომლის უკანა მხარეზე დატანილია წარწერა: „ადოლფ ჰიტლერი 1932 წ.” – (ავტორი გენია.ჯი)