საადი შირაზელის გენიალური პოეზიიდან…
სიხარულისთვის დახშულია იმ სახლის კარი,
წივილ-კივილი საიდანაც მოისმის ქალის.
* * * * * * * * * *
თუ ქვეშევრდომის ბაღში ხელმწიფემ
დაუკითხავათ მოწყვიტა ვაშლი,
მისი შემყურე ლაშქარი იმ ბაღს
ძირფესვიანად ამოთხრის მაშინ.
* * * * * * * * * *
გამიგონია,მორწმუნე კაცი
არ მიაყენებს მტერსაც კი წყენას.
ნეტა როდისღა უნდა გეშველოს,
თუ ახლა ჩხუბობ მოყვრებში შენა.
* * * * * * * * * *
ნუ მიხვალ კეთილ მეგობართან მწუხარე სახით,
არ გაუფუჭდეს ხასიათი მას შენი ნახვით.
კეთილმოსურნეს ეახელი ღიმილის მჩენი,
რომ გაუხარდეს მას ორწილად დანახვა შენი.
* * * * * * * * * *
ლომი,რომელმაც გაიწოდა მსხვერპლისთვის თათი,
ძაღლის ყეფაზე არ შეკრთება,არა აქვს დარდი.
ლოყა ლოყაზე მიაწებე ძლიერად სატრფოს,
არად ჩააგდო,მტერმა ხელზე გიკბინოს ამ დროს.
* * * * * * * * * *
თუ ვინმე მოვა,ღამე ძალით ჩაგიქრობს სანთელს,
ხალხის წინაშე მოჰკალ იგი,ვინც ბედავს ამდენს.
* * * * * * * * *
არავის უთქვამს ფარშავანგზე – უშნო აქვს ბოლო,
და არც ეშმაზე,რომ სამოთხის არის ფერია.
ავი და კარგი კარგად უწყის ადამის მოდგმამ,
წიგნებში იმას კითხულობენ,რაც შიგ წერია.
* * * * * * * * * *
თუ მეფემ სისხლი საკუთარი აღარ დაღვარა,
მისი სამეფო დაიცლება სისხლისგან მაშინ.