„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„წლობის რაოდენობით კი არ განისაზღვრება,თურმე,ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა,არამედ – მახსოვრობის მარაგით; ამიტომ,მთავარი ის კი არ არის,თხუთმეტისა ხარ თუ ასთხუთმეტისა,არამედ – რამდენი გახსოვს,კარგიც და ცუდიც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მცირე დროში დიდი საქმის გაკეთებაც შეიძლება,თუ ღმერთმა ინება”.
* * *
„ადამიანი,რომელიც თავისი გაუმაძღრობისა და სიხარბის გამო დიდ რისკზე მიდის,დიდი მოგების ნაცვლად ხელმოცარული რჩება – რაც გააჩნია იმასაც კარგავს”.
* * *
„არც სიავეა ქვეყნად მყარი და არც სიკეთე”.
* * *
„რაც მეტს მიიღებ,უფრო მეტი მოგეკითხება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა მარტო ხართ საკუთარ თავთან და გგონიათ,რომ არ ჩანხართ,მაშინაც კი ვერ დაუმალავთ მას თქვენს ჭეშმარიტ სახეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაა მგლისათვის,მწყემსს თუ მისთვის უკიჟინია”.
* * *
„თუ პატიოსანი ადამიანი ხარ,რამდენადაც შესაძლებელია თავი სულელად უნდა გაასაღო,რომ ხალხს მოეწონო”.
* * *
„ლამაზი გარეგნობის მადლი ადამიანზე ისეთსავე გავლენას ახდენს,როგორც ცაზე მნათობთა კეთილსასურველი განლაგება”.
* * *
„უსიტყვოდ უნდა მიიღო,რასაც ცხოვრება გიწყალობებს,თვალდახუჭულმა უნდა მიიღო,რადგან მაინც ვერ აუქცევ გვერდს იმას,რაც არ გსიამოვნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)