რამ გააკვირვა ეკატერინე მედიჩის მოძღვარი?

მას შემდეგ,რაც 1533 წელს, 14 ასაკში მყოფი ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის პრინცზე – ანრი II დე ვალუაზე დაქორწინდა,სამეფო სასახლეში საცხოვრებლად გადასულმა საფრანგეთის მომავალმა დესპოტმა დედოფალმა შესანიშნავ ბიბლიოთეკასა და სხვა უამრავ ძვირფას ნივთთან ერთად შხამების დიდი კოლექციაც თან იახლა. (ავტორი გენია.ჯი) მედიჩის მოძღვარი განსაკუთრებით იმ გარემოებამ გააოცა,რომ ფლორენციელი გოგონას მდიდრულ და უზარმაზარ ბარგში არც ერთი ლოცვანისათვის არ მოიძებნა ადგილი.როდესაც ეკატერინემ მოძღვრის გაკვირვების მიზეზი დაადგინა, „ბართლომეს სისხლიანი ღამის” შემოქმედმა ქალმა სასულიერო პირს გენიალური იტალიელი მოაზროვნის – ნიკოლო მაკიაველის მიერ დაწერილი სახელგანთქმული ტრაქტატი (წიგნი) – „მთავარი” უჩვენა და მრავლისმეტყველად ჰკითხა: „ნუთუ ეს არ შემიცვლის ბიბლიას?” – (ავტორი გენია.ჯი)

ნიკოლო მაკიაველი

ეკატერინე მედიჩი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>