„ანგკორ-ვატი” – (ეპიზოდი)
ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო და ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,კამბოჯაში არსებული მსოფლიოს უდიდესი საკულტო ნაგებობის – „ანგკორ-ვატის ხუროთმოძღვრული კომპლექსის” არსებობის შესახებ ინფორმაცია ევროპელებს პირველად სახელოვანმა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა და მოგზაურმა - ანრი მუიომ (1826-1861 წლები) ამცნო. (ავტორი გენია.ჯი) ღმერთ ვიშნუს სახელზე XII საუკუნის პირველ ნახევარში ქმერების სამეფოს მბრძანებლის – სურიავარმან II-ის ბრძანებით აგებული ამ უნიკალური ბუდისტური საკულტო ნაგებობის ხილვას (1860 წელი) ფრანგი მოგზაური იმდენად განუცვიფრებია და აღუფრთოვანებია,რომ მას დღიურში შემდეგი სახის რიტორიკული კითხვის შემცველი ჩანაწერიც კი გაუკეთებია: „ანგკორის თითოეული ტაძარი – ღირსეული მოწინაღმდეგეგეა იერუსალიმში განთავსებული სოლომონის ტაძრისა.რასაკვირველია,ეჭვგარეშეა,რომ ანგკორ-ვატის ხუროთმოძღვრული კომპექსი გაცილებით უფრო დიდებულია,ვიდრე ძველ რომსა და ძველ საბერძნეთში აგებული ბრწყინვალე ტაძრები.რომელი მიქელანჯელო შესძლებდა ასეთი საოცრების აგებას?” – (ავტორი გენია.ჯი)
ანრი მუიო