„მოლოტოვის პურის კალათები”
1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის მიმდინარე ომის პერიოდში,რა დროსაც ფინელმა მამულიშვილებმა გასაოცარი გმირობის ფასად თავიანთ სამშობლოს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს,წითელი არმიის ავიაცია მასიურად ბომბავდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკს. (ავტორი გენია.ჯი) დაბომბვებს უამრავი მშვიდობიანი ადამიანი ეწირებოდა.რამდენიმე ხანში რადიოთი გამოვიდა „წითელი იმპერიის” საგარეო საქმეთა მინისტრი – ვიაჩესლავ მოლოტოვი,რომელმაც წითელი არმიის ავიაციის მიერ ჰელსინკის დაბომბვა კატეგორიულად უარყო და ცინიკურად განაცხადა,რომ ფინეთის დედაქალაქის ცაზე საბჭოთა ავიაცია მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით ჩნდებოდა,რომ შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისათვის პური და სხვა საკვები პროდუქტები მიეწოდებინა.ამ ცინიკური განცხადების შემდეგ ფინელების პასუხმაც არ დააყოვნა და RRAB-3-ის იმ საავიაციო ბომბებს,რომლითაც მტრის ავიაცია ჰელსინკს ბომბავდა,ირონიულად – „მოლოტოვის პურის კალათები” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ვიაჩესლავ მოლოტოვი