ჰერმან ჰესე – „მარტოდ”

ამ ქვეყანაზე მრავალი გზაა:

შენეულია თუ ნასხვისარი –

ზოგს შარა ჰქვია და ზოგს ბილიკი -

მაგრამ ერთი აქვს ყველას მიზანი.

* * *

შენი ნებით ხარ გზაზე დამდგარი.

თუ აჰყოლილხარ ფეხის ხმას სხვების,

შენ მაინც მარტომ უნდა გადადგა

ბოლო ნაბიჯი… ტანჯვით ან შვებით.

* * *

იქ ვერ გიშველის ცოდნა და ნიჭი,

ვერ დაგიდგება ვერავინ გვერდით,

ამიტომ ახლაც მარტომ აკეთე,

რის კეთებასაც გავალებს ღმერთი.

კომენტარის დატოვება