რა უპასუხა ედგარ დეგას სტეფან მალარმემ?
როგორც ცნობილია,პოეზიაზე ფანატიკურად შეყვარებული დიდი ფრანგი მხატვარი და სკულპტორი - ედგარ დეგა (1834-1917 წლები) თავისუფალ დროს ლექსებსაც წერდა,მაგრამ ავტორი თავისი პოეტური შემოქმედებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,იმპრესიონიზმის ერთ-ერთმა ყველაზე ორიგინალურმა წარმომადგენელმა ხელოვანმა აღნიშნული ფაქტის შესახებ თავის უახლოეს მეგობარს,გენიალურ ფრანგ პოეტსა და სიმბოლისტთა „ბელადად” წოდებულ – სტეფან მალარმეს (1842-1898 წლები) შესჩივლა: „ – ვერაფრით სონეტი ვერ დამიწერია,თუმცა იდეები,იცოცხლე,არ მაკლია!” – მალარმემ დიდი გულისყურით მოუსმინა მეგობარს და ერთობ ლაკონურად უპასუხა: „ – ჩემო ძვირფასო მეგობარო,ლექსს იდეებით კი არა,სიტყვებით წერენ!..” – (ავტორი გენია.ჯი)
სტეფან მალარმე