ამონარიდები ნიკოლო მაკიაველის ტრაქტატიდან – „მთავარი”
„გაჭირვების ჟამს არც ბოროტის ქმნა დაგაყრის ხეირს და არც სიკეთე წაგადგება რამეში, ვინაიდან, რაკიღა იძულებითი იქნება, ვერავის მოიმადლიერებ ამით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დრო სრულიად გულგრილია ჩვენ მიმართ და თანაბრად გვახვევს თავზე როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას, როგორც ბოროტებას, ისე სიკეთეს”.
* * *
„ომის თავიდან აცილების მიზნით, არამც და არამც არ უნდა მისცე ამა თუ იმ ბოროტებას ზრდის ნება, ვინაიდან ამ გზით ომს კი ვერ იცილებენ თავიდან, არამედ, თავისდა საზიანოდ, მხოლოდ დროებით გადადებენ მას”.
* * *
„არ არსებობს უფრო ძნელი, წარმატების თვალსაზრისით უფრო საეჭვო და უფრო სახიფათო საქმე, ვიდრე ახალი წესრიგის დაფუძნება. სიახლის დამნერგავს მტრად ექცევა ყველა, ვისთვისაც ხელსაყრელი იყო ძველი წესრიგი, ხოლო ისინი, ვისთვისაც, პირიქით, ახალი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ძალზე დუნედ და გაუბედავად იცავენ მას”.
* * *
„ის, ვინც დიდებულთა შემწეობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, უფრო ძნელად ინარჩუნებს მას, ვიდრე ის, ვინც ხელისუფლებას ხალხის შემწეობით უდგება სათავეში; ვინაიდან, პირველ შემთხვევაში, მთავარს გარს ახვევიან დიდებულები, რომლებსაც მასზე ნაკლებად როდი მოაქვთ თავი, და რომლებსაც ის, ამის გამო, ვერც თავის ნებაზე ათამაშებს და ვერც რასმე უკარნახებს. მაშინ, როდესაც ის, ვინც ხალხის შემწეობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, ერთპიროვნული მბრძანებელი ხდება და ირგვლივ არავინ, ან თითქმის არავინა ჰყავს ისეთი, ვინც ურჩობას უბედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხოლოდ თავხედი და თავდაჯერებული კაცი თუ გაბედავს იმაზე მსჯელობას, რაც უფლის მიერაა დაცული და განდიდებული”.
* * *
„საკუთარი ლაშქრის გარეშე ვერც ერთი სამთავრო ვერ იქნება უზრუნველი, ვინაიდან მისი მომავალი მთლიანად ბედის ტრიალზეა დამოკიდებული, რაკიღა არ გააჩნია ძალა – ეს ერთადერთი საყრდენი უბედობაში. ბრძენკაცნი ყოველთვის შეგვაგონებდნენ, რომ „არაფერია უფრო სუსტი და უმწეო, ვიდრე მოჩვენებითი ძლიერება, რომლის საფუძველიც მხოლოდ მითქმა-მოთქმაა და არა ნამდვილი ძალმოსილება”.
* * *
„იქ, სადაც ერთი მხარე ზიზღითაა აღსავსე, ხოლო მეორე – იჭვით, შეუძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა”.
* * *
„მთავარს, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს, უთუოდ უნდა ჰქონდეს უნარი, დროდადრო ივიწყებდეს სიკეთეს და, გარემოებებისდა მიხედვით, იყენებდეს ან არ იყენებდეს ამ უნარს”.
* * *
„მთავარი ყოველნაირად უნდა ცდილობდეს ხალხის მეგობრობის მოხვეჭას, არადა, განსაცდელის ჟამს, ცუდად წაუვა საქმე”.