გალაკტიონ ტაბიძე – „არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის…”

არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის,

არც დედამიწად ქარის გოდება,

კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,

რომელიც თან გძულს,თან გეცოდება.

* * *

აღარც ცრემლია,რომ გული დალბეს,

გზად გამოშუქდეს ნათელი სვეტი,

ვერ გადალეკავს ამდენ სიყალბეს

ვერარა ძალა სიკვდილის მეტი.

* * *

მაგრამ ელვარე თეთრად თოლიებს

ფიქრებთან ერთად გააქვთ თარეში

და ანძა – ანძას გადაიყოლებს

ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში.

კომენტარის დატოვება