ფრანჩესკო გვიჩარდინი – „ეპიზოდი”
რენესანსის ეპოქაში,რომის კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში ფესვგადგმულმა სიმდაბლემ და სიბილწემ,ძარცვა-გლეჯამ და მკრეხელობამ,ძალმომრეობამ და თვითნებობამ დასავლეთ ევროპაში სათავე დაუდო რეფორმაციის დიდ ტალღას. (ავტორი გენია.ჯი) ამბობდნენ იმასაც,რომ სიქსტუს IV-მ, ინოკენტი III-მ, იულიუს II-მ, ლეონ X-მ, ადრიანე VI-მ და კლემენტ VII-მ თავხედობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში თვით იტალიელ ერისთმთავრებსაც კი არ დაუდეს ტოლი და მღვდელმეუფება სატანის სამსახურზე გაცვალესო.ის კი არა და, სისასტიკით სახელგანთქმული ესპანეთის გულქვა მეფე – ფერდინანდ V არაგონელი,რომელიც ინკვიზიციას ეყრდნობოდა და რომელსაც თავისი შვილების დაკრძალვაზეც კი არ გადმოუგდია ცრემლი,როდესაც შეუტყვია,რომ პაპის ტახტზე უბილწესი ალექსანდრე VI ავიდა,მწარედ ატირებულა.სარწმუნოებისა და სამშობლოს ბედზე მგლოვიარე დიდი იტალიელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოაზროვნე – ფრანჩესკო გვიჩარდინი (1483-1540 წლები) ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა იმდენად აღაშფოთა,რომ მან 1529 წელს ასეთი სახის ჩანაწერიც კი გააკეთა: „მე უფრო მეტად,ვიდრე სხვა ვინმეს,მეზიზღება მღვდელმთავართა პატივმოყვარეობა,ანგარება და გახრწნილება,არა მარტო იმიტომ,რომ თითოეული ამ ბიწთაგანი ზიზღის ღირსია,არამედ იმიტომაც,რომ ერთად თუ ცალ-ცალკე,ისინი ყველაზე ნაკლებ შეჰფერის იმ ხალხს,ღვთის რჩეულ მსახურებად რომ მოაქვთ თავი… ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობა არა ერთი და ორი პაპის გვერდით ყოველთვის აღმიძრავდა იმის სურვილს,რომ სიდიადის მწვერვალზე მეხილა ისინი,ვინაიდან საკუთარი კეთილდღეობა მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული ამ სიდიადესთან.მაგრამ ეს უკანასკნელი რომ არა,ჩემი თავივით შევიყვარებდი მარტინ ლუთერს,იმიტომ კი არა,რომ თავი დამეხსნა იმ მოვალეობებისაგან,რომლებსაც ქრისტიანული მოძღვრება გვაკისრებს,არამედ იმიტომ,რომ არამზადების ეს ხროვა ოდესმე მაინც მეხილა ჩაკეტილი იმ საზღვრებში,სადაც ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ან ბიწზე აეღოთ ხელი,ან თავიანთ პრივილეგიებზე”. – (ავტორი გენია.ჯი)