გივი ძნელაძე – „მეცხრამეტე საუკუნეში დაბადებული ბერიკაცის პრეტენზიები”
თქვენს საუკუნეს რაღაც ეშლება -
უფლის საქმეში ხშირად ეჩრება,
დაუკითხავად სახლში ეჭრება!
თქვენ როგორ ფიქრობთ,ვითომ შერჩება?
* * *
გულმოდგინებით ჯიუტი მწერის -
უკვე ცისფერი გახვრიტა ჭერი,
და… ჩვენი ქოხის იატაკს აწვიმს -
გვაცვივა ციდან ფერფლი და მჭვარტლი…
* * *
თუ არ მოვქაჩეთ აღვირი მაგრად,
წონასწორობას თანდათან კარგავს,
ინგრევა ძველი მოდელი,ქარგა…
არა! ეს რაღაც ხუმრობას არ გავს!
* * *
თქვენს საუკუნეს,მგონი,ეშლება,
უფლის საქმეში როცა ეჩრება!
სიმშვიდეს ურღვევს,სახლში ეჭრება!
თქვენ როგორ ფიქრობთ,ვითომ შერჩება?..