სოფოკლე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსია ირწმუნება,რომ ხანდაზმულ ასაკში მყოფ გენიალურ ძველ ბერძენ დრამატურგსა და ტრაგიკოსს - სოფოკლეს (ძვ..წ.აღ-ით 496-406 წლები) სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე თავის ვაჟთან – იოფონტესთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბაო. (ავტორი გენია.ჯი) ამავე ვერსიის მტკიცებით,იოფონტე მამას ბრალს სდებდა იმაში,რომ იგი მასზე უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა თავის შვილიშვილს – სოფოკლე-უმცროსს.თავის მხრივ,ავღნიშნავ იმასაც,რომ სოფოკლე-უმცროსის მამა დრამატურგს მეორე ქორწინების შედეგად შეეძინა და შესაბამისად,იგი იოფონტეს ნახევარძმას წარმოადგენდა.მამა-შვილს შორის ურთიერთობა იმდენად გართულებულა,რომ თავადაც დრამატურგ იოფონტეს მოხუცი მამისათვის სასამართლოშიც კი უჩივლია და მოუთხოვია,რომ იგი შეშლილად ეღიარებინათ და ზედამხედველობის ქვეშ აეყვანათ.სასამართლო სხდომაზე გენიალურმა ტრაგიკოსმა თავის დასაცავ სიტყვაში მოსამართლეებს მის მიერ ახლად დაწერილი თხზულებიდან – „ოიდიპოსი კოლონოსში” მეტად მნიშვნელოვანი ამონარიდი წაუკითხა,რამაც იმდენად აღაფრთოვანა მართლმსაჯულების მოხელეები,რომ სოფოკლე გაამართლეს. – (ავტორი გენია.ჯი)