მარი ანტუანეტი – „ეპიზოდი”
1755 წლის 2 ნოემბერს,ავსტრიის უმშვენიერეს დედაქალაქ ვენაში ქვეყნიერებას მოევლინა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის – ფრანც I შტეფანისა და მარია ტერეზია ავსტრიელის განტევების ვაცად ქცეული ქალიშვილი – მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ჰაბსბურგელ-ლოთარგინელი,იგივე – მარია ანტუანეტი. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსთა მტკიცებით,მარიას რომ თანამედროვე ეპოქაში ეცხოვრა,უცილობლად ფემინისტად შერაცხავდნენო და ამაში მართლაც ძევს სიმართლის მარცვალი.მოდის კანონმდებლად წოდებული ანტუანეტი საკუთარ თავს აძლევდა იმის უფლებას (მათ შორის აზარტული თამაშებისაც),რაც მისი მოღვაწეობის ჟამს მანდილოსნებისათვის ერთობ შეუფერებელ საქციელად მიიჩნეოდა. 1770 წლის 7 მაისს 15 წლის ასაკში მყოფი საფრანგეთის დოფინი – ლუი 14 წლის ერჰერცოგინიაზე დაქორწინდა.აღნიშნული ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და იგი მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და საღვთო რომის იმპერიას შორის ურთიერთობების დალაგებას 7 წლიანი ომის შემდეგ.მალევე ულამაზესი მარია ფრანგი ხალხის კუმირად იქცა,იმ ხალხისა,რომელმაც მოგვიანებით განსაკუთრებული მეთოდით იძია შური ავსტრიელ ქალზე.მიუხედავად ადრეულ ასაკში დაქორწინებისა,ცოლ-ქმრის ნამდვილი თანაცხოვრება მხოლოდ შვიდი წლის გასვლის შემდგომ დაიწყო.სხვადასხვა გარემოებებთან ერთად,ამის უმთავრეს მიზეზად ლუი XVI დე ბურბონის იმპოტენტობას ასახელებენ,რომლისგანაც ფრანგი მონარქი ოპერაციის ჩატარების შედეგად განიკურნა.საფრანგეთის მეფის ფაქტობრივ მეუღლედ ქცეული დედოფლის მშობიარობის წინა კონვულსიამ 12 საათს გასტანა და როდესაც ახარეს რომ გოგონა (მარია ტერეზა შარლოტა) შვა,ერთობ ამაღელვებელი და მრავლისმეტყველი სიტყვა წარმოთქვა – „საწყალი გოგონა,შენ არა ხარ ის,ვინც სასურველი იყო,თუმცა ჩემთვის მაინც ძალიან ძვირფასი ხარ.ვაჟი სახელმწიფოს საკუთრება იქნებოდა,ხოლო შენ კი ჩემი საკუთრება იქნებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია ტერეზა შარლოტა