ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის რუსეთის იმპერიაში ადგილობრივი მოქალაქის უცხოელზე დაქორწინების ნებართვა პირადად იმპერატორს უნდა გაეცა,რაც თავის მხრივ,ხანგრძლივ და ერთობ რთულ პროცედურებთან გახლდათ დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ონორე დე ბალზაკმა (1799-1850 წლები) ნიკოლოზ პირველისაგან აღნიშნული ნებართვა მიიღო,იგი თავის საყვარელ ქალს – ეველინა რჟევუსკაიას ჟიტომირის ოლქში ეწვია და 1850 წლის 14 მარტს,ქალაქ ბერდიჩევში არსებულ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ამ მდიდარ,თუმცა დაქვრივებულ ქალზე ჯვარიც დაიწერა.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ჯვრისწერის დასრულების შემდგომ დიდ ფრანგ რომანისტს ახლადშერთული მეუღლისათვის აღფრთოვანებულს მიუმართავს: „ვაშა! თვით ნაპოლეონმაც კი ვერ შეძლო ის,რაც შევძელი მე! შენთან ერთად,ძვირფასო,ჩემს მიერ დაპყრობილი იქნა რუსეთი!” – (ავტორი გენია.ჯი)
ეველინა რჟევუსკაია