ბლეზ პასკალის გენიალური ფილოსოფიიდან…
„მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას,შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას.სამართლიანობა,რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა,უძლურია; ძალა,რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა,ტირანულია.უძლურ სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ,იმიტომ რომ ამქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი; უსამართლო ძალა კი ყოველთვის აღაშფოთებს კეთილთ.მაშასადამე,საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა; ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი,ანდა ძალა – სამართლიანი.
სამართლიანობა ხშირად სადავოა და საკამათო,ძალა კი უდავო და უცილობელი.ამიტომაც სამართლიანობა ვერ იქნა და ვერ გახდა ძლიერი: ძალა არ სცნობდა მას და ამბობდა,რომ სამართლიანობა უსამართლოა, და რომ მხოლოდ თვითონაა სამართლიანი. და რაკი სამართლიანობა ვერასდიდებით ვერ იქცა ძალად,ხალხმა საბოლოოდ გადაწყვიტა,რომ მხოლოდ ძალაა სამართლიანი…” – (ავტორი გენია.ჯი)