აგესილაე II – „ეპიზოდი”
მცირე აზიაში სპარსელების წინააღმდეგ მებრძოლ სპარტის მეფეს – აგესილაე II-ს (ძვ.წ.აღ-ით 444-360 წლები) თავისი მეომრების გასამხნევებლად ერთობ უჩვეულო მეთოდი ჰქონდა შემუშავებული. (ავტორი გენია.ჯი) სპარსულ არმიასთან ამა თუ იმ ბრძოლის დაწყებამდე,მისი ბრძანებით სპარტელი ჯარისკაცების წინაშე გამოჰყავდათ ტყვედ აყვანილი სპარსელი მეომრები,რომელთაც სრულიად აშიშვლებდნენ,რათა ამ უსუსური,შეურაცხყოფილი და უნიათო სხეულების შემყურეთ მაქსიმალურად შეეგნოთ,რომ ასეთი მტრების შიში მხოლოდ ლაჩრებს შეიძლებოდა ჰქონოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)