ამონარიდები ნიკოლო მაკიაველის გენიალური ტრაქტატიდან – „მთავარი”
„არაფერს არ შეუძლია თავისი თავი გალიოს ისე,როგორც სიუხვეს: რაც უფრო გულუხვი ხარ,მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა გრჩება მომავალშიც გულუხვობის გამოჩენისა: გაღატაკდები და ზიზღის ღირსი გახდები,ამ სირცხვილის თავიდან ასაცილებლად კი მტაცებლობას უნდა მიჰყო ხელი და ყველასათვის საძულველი შეიქნე.ამიტომ უფრო გონივრულია,შეურიგდე ძუნწის სახელს,ვიდრე მიელტვოდე გულუხვის სახელს და, ძალაუნებურად,მტაცებლად იქცე,რაც თავს დაგატეხს სირცხვილსაც და სიძულვილსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთია,როგორ ცხოვრობენ და მეორე ის,თუ როგორ ცხოვრობდნენ კაცნი, და მათ შორის იმხელა სხვაობაა,რომ ვინც იმის გულისათვის,რაც უნდა მომხდარიყო,ივიწყებს იმას,რაც ახლა ხდება”.
* * *
„ადამიანებზე შეიძლება ზოგადად ითქვას,რომ ისინი უმადურნი არიან,მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი; სანამ მათი კეთილისმყოფელი ხარ,ისინიც შენნი არიან; აღგითქვამენ,რომ არაფერს დაიშურებენ შენთვის: არც სისხლს, არც ავლადიდებას, არც სიცოცხლეს, არც შვილებს,სანამდის საფრთხე ჯერ კიდევ შორსაა,მაგრამ ხიფათის მოახლოებისთანავე ზურგს შეგაქცევენ”.
* * *
„მეგობრობა,რომელსაც წყალობის ფასად იხვეჭ და არა სულიერი სიდიადისა და კეთილშობილების შედეგად,მართალია,დანახარჯს კი გინაზღაურებს,მაგრამ გასაჭირში იარაღად არ გამოგადგება. და ადამიანებიც უფრო თავხედურად იქცევიან მის მიმართ,ვინც სიყვარულს უნერგავს მათ,ვიდრე მის მიმართ,ვისაც უფრთხიან,ვინაიდან სიყვარული მხოლოდ მოვალეობის გრძნობაზეა დაფუძნებული,რომელიც,კაცთა სულმოკლეობის გამო,დაუყონებლივ ქარწყლდება,როგორც კი მას ანგარება დაუპირისპირდება,მაშინ,როდესაც შიშს განაპირობებს ისევ შიში,სასჯელის შიში,რომელიც გამუდმებით ემუქრება ხალხს”.
* * *
„მე ქების ღირსად მივიჩნევ იმას,ვინც აშენებს ციხესიმაგრეებს და იმასაც,ვინც არ აშენებს მათ,მაგრამ დავგმობ ყველას,ვინც ციხესიმაგრეების იმედით არავითარ ანგარიშს არ უწევს ხალხის მძულვარებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთავარმა სხვას უნდა გადააბაროს ყველა უმადური საქმე,მადლიანი კი თვითონ იტვირთოს”.
* * *
„უნდა აღინიშნოს,რომ სიძულვილს კეთილი საქმეც ისევე იწვევს ხოლმე,როგორც ბოროტი”.
* * *
„ყველა მთავრისათვის აუცილებელია ხალხის დაკმაყოფილებაზე უფრო მეტად ზრუნავდეს,ვიდრე ჯარისკაცებისა,ვინაიდან ხალხი ჯარისკაცებზე ძლიერია”.
* * *
„ყველაზე კარგი სიმაგრე ისაა,რომ არ სძულდე ხალხს,ვინაიდან ციხესიმაგრეები რომც გქონდეს,მაგრამ საძულველი იყო ხალხისათვის,ისინი არას გარგია: რადგან ხალხი იარაღს ნუ მოჰკიდებს ხელს,თორემ ყოველთვის აღმოჩნდებიან მისი დახმარების მოსურნე უცხოელები”.
* * *
„გამარჯვებულს არ სჭირდება საეჭვო მეგობრები”. – (ავტორი გენია.ჯი)