ანდრე როიო – „ეპიზოდი”
ერთ დღეს,მერილენდის შტატში არსებულ ქალაქ ბალტიმორში მიმდინარე დეტექტიური ჟანრის კინოფილმის – „მოსმენის” გადაღებისას,ამერიკელ მსახიობთან და პროდიუსერთან – ანდრე როიოსთან,რომელიც აღნიშნულ ფილმში ნარკოტიკებზე დამოკიდებული პერსონაჟის,სახელად – „ბაბლსის” როლს განასახიერებდა,ერთ-ერთი ადგილობრივი ნარკომანი მივიდა,გარეშე თვალისაგან მალულად ჰეროინიანი პატარა შეკვრა გაუწოდა და დიდი თანაგრძნობით უთხრა – „მეგობარო,ვხედავ,რომ ახლა შენ უფრო გჭირდება ეს,ვიდრე მეო”.რაღა თქმა უნდა მსახიობმა შეთავაზებულზე უარი განაცხადა,თუმცა-კი მოგვიანებით ერთობ ამაყობდა ამ საოცარი ისტორიით და ნარკომანის მიერ შეთავაზებულ „საჩუქარს” – „ქუჩის ოსკარი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)