ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”

სმენადაქვეითებულმა გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა,პიანისტმა და დირიჟორმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა (1770-1827 წელს) თავისი უკანასკნელი მუსიკალური ქმნილების – „სიმფონია № 9″-ს პრემიერა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არსებულ საიმპერატორო სასახლეში 1824 წელს გამართა. (ავტორი გენია.ჯი) ვირტუოზი მუსიკოსის მიერ გამართულ კონცერტს ოჯახთან ერთად თვალს ადევნებდა ავსტრიის პირველი იმპერატორი – ფრანც II.მას შემდეგ,რაც ბეთჰოვენის „სიმფონია № 9″ პირველად იქნა შესრულებული საჯაროდ,კონცერტზე დამსწრე პუბლიკა იმდენად აღაფრთოვანა და „გაათავხედა” მოსმენილმა,რომ კომპოზიტორს უფრო დიდი ოვაციები გაუმართეს,ვიდრე თვით იმპერატორსა და მის ოჯახს.ის კი არა და, სიტუაცია იმდენადაც დაიძაბა,რომ აღგზნებული მსმენელების დასაშლელად პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.ცხადია,სმენაწართმეულ ლუდვიგს არაფერი ესმოდა,მაგრამ კარგად ხედავდა,თუ როგორ წარღვნასავით წალეკა ყველაფერი ზღვასავით მოვარდნილმა სიხარულმა.იმ სიხარულმა,რომელმაც მას გონი დააკარგვინა და ძირს დაანარცხა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>