ჟან ნიკოლა არტურ რემბო – „ეპიზოდი”
ვიქტორ ჰიუგოს მიერ – „ბავშვ შექსპირად” წოდებული ფეხშიშველი და თმაგაბურძგნული – ჟან ნიკოლა არტურ რემბო (1854-1891 წლები),რომელმაც მოგვიანებით მსოფლიო პოეზიაში წარუშლელი კვალი დატოვა,პატარაობიდანვე მუსიკის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბავშვობის ოცნებას – როიალის შეძენა წარმოადგენდა. და ეს მაშინ,როდესაც მომავალი პოეტის დედის უმთავრეს მიზნად – კაკლის ხის სასადილო მაგიდის შეძენა იყო ქცეული.რემბოს დედამ – მარი-კატრინ-ვიტალი-კიუფმა,რომელსაც პოეტის ბიოგრაფები საკმაოდ უხეშ ქალად გვიხასიათებენ,თავისი პატარა ვაჟის ოცნება არად ჩააგდო და როგორც კი ფული დააგროვა,ნატვრაც აისრულა: მათ სახლში უზარმაზარი სასადილო მაგიდა იქნა შეტანილი.ცელქმა რემბომ,რომლის ოცნებაც დედამ არად ჩააგდო,დედის სახლიდან გასვლას დაელოდა და როდესაც იგი სახლიდან გავიდა,დანით ახლადშეძენილ მაგიდაზე კლავიშები ამოჭრა და გატაცებით შეუდგა მასზე „დაკვრას”. – (ავტორი გენია.ჯი)